თეგებით ძიება

პრეზიდენტის ვიზიტი ბრიუსელში საფრთხილოა - რას აცხადებს დავით მათიკაშვილი?

მრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი ბრიუსელში საფრთხილოა.

„გვახსოვს პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში და მისი დაუსაბუთებელი ბრალდებები, რომ თითქოს ხელისუფლება სხვა გზას ადგას, მაგრამ ამის მიუხედავად მაინც იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. თუთქოს ქვეყნის მოსახლეობა და ხელისუფლება სხვა და სხვა შეხედულებებით ხელმძღვანელობს, რაც ზის სწორედ იმ ნარატივში, რომელიც რადიკალურ ოპოზიციას გააჩნია. საფრხილოა ასეთმა განცხადებებმა და ამას კვლავ ექნება ადგილი, არ დააზიანოს ჩვენი ქვეყნის ინტერესი საპასუხისმგერბლო დროს“ – განაცხადა დავით მათიკაშვილმა რადიო „ფორტუნას“ ეთერში.

ცნობისთვის, პრეზიდენტი ბრიუსელში ვიზიტს გეგმავს, რასთან დაკავშირებითაც საქართველოს მთავრობისგან თანხმობას ელოდება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა