თეგებით ძიება

არასრულწლოვანზე სექსუალური ქმედების იძულებისთვის ვანის სკოლის მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულების ბრალდებით 1961 წელს დაბადებული ტ.მ. დააკავეს. ის ვანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სკოლის მიკროავტობუსის მძღოლი იყო.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ვანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სკოლის მიკროავტობუსის მძღოლმა ტ.მ.-მ, მგზავრობის დროს არასრულწლოვან გოგონას, სექსუალური ხასიათის მატარებელი საუბარი დაუწყო და მისი ნების საწინააღმდეგოდ სხეულზე შეეხო.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს", - წერია შსს-ს განცხადებაში.

ცნობისთვის, ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა მოზარდებმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. მომხდარის შესახებ არასრულწლოვნებმა მშობლებს უამბეს, რის შემდეგაც საქმეში პოლიცია ჩაერთო. მომხდარის გამო თანამდებობა დატოვა სკოლის დირექტორმა. 

ნახეთ ვიდეო


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა