თეგებით ძიება

მესმის ქართველი ხალხის აღშფოთების - კელი დეგნანი რუსეთიდან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე

კარგად მესმის ქართველი ხალხის. ისინი ფიქრობენ, ქვეყნისთვის ამ ყველაფერს რა ფასი ექნება?! - ასე გამოეხმაურა აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი რუსეთიდან საქართველოში პირველ პირდაპირი ფრენების აღდგენას.

"აღნიშნული გადაწყვეტილება რუსეთის მოქალაქეებისთვის უფრო სასარგებლო იქნება, უამრავი მათგანი საქართველოში ჩამოსვლას შეძლებს, ამიტომ კარგად მესმის ქართველი ხალხის. ისინი ფიქრობენ, რა ფასი ექნება ამ ყველაფერს ქვეყნისთვის?! 

ყველას გვახსოვს, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ, კვლავ აგრძელებენ საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებას...", - განაცხადა ელჩმა.

რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმიმოსვლა თბილისში ანტირუსული საპროტესტო გამოსვლების ფონზე 2019 წლის ზაფხულში შეაჩერა.

2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა, რასაც ასეულობით ადამიანის მსხვერპლი, ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის, აფხაზეთის და სამაჩაბლოს ოკუპაცია მოჰყვა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა