თეგებით ძიება

მომავალი 2-3 წლის განმავლობაში, ახალაშენებულ კორპუსებში სრულად გარემონტებულ ბინებს თითქმის 7000-მდე დევნილი ოჯახი მიიღებს - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მომავალი 2-3 წლის განმავლობაში თითქმის 7000-მდე დევნილი ოჯახი მიიღებს ახალაშენებულ კორპუსებში სრულად გარემონტებულ ბინებს.

„ჩვენ დავიწყეთ დევნილებისთვის ბინების მშენებლობის მასშტაბური პროექტი. თქვენ ახლა თვალჭრელიძის ქუჩაზე ხედავთ უკვე მიმდინარე სამუშაოებს. აქ არის გამოყოფილი 7 ჰექტარი, სახელმწიფომ გამოყო ეს მიწა და 245 მილიონ ლარამდე იხარჯება, 11 კორპუსი აშენდება, 2400 ბინას ითვალისწინებს აღნიშნული პროექტი. 2400 ოჯახს გადაეცემა აქ ბინები და სამუშაოები დასრულდება, დაახლოებით, 2 წელიწადში.

2025 წლის ბოლომდე, მაქსიმუმ ასე ამბობენ, შეიძლება იქამდეც დასრულდეს. ამასთან, მინდა გითხრათ, რომ ამ მასშტაბური პროექტის გარდა, თბილისში რომელიც მიმდინარეობს, ჩვენ დავიწყებთ ზუგდიდში, ასევე, მასშტაბურ პროექტს, იქ არის 1400 ბინაზე გათვლილი პროექტი, იქაც არის მასშტაბური სამუშაოები განსაზღვრული, ჩატარებულია ტენდერი და დაიწყება სამუშაოები ძალიან მალე, ქუთაისში არის დაწყებული ანალოგიურად, 700 ოჯახზე არის გათვლილი პროექტი, რუსთავში 800 ოჯახზე იქნება გათვლილი პროექტი და ბორჯომში 150 ოჯახზე იქნება სამუშაოები დაწყებული. ჯამურად, თითქმის 7000-მდე ოჯახი მიიღებს ამ ახალაშენებულ კორპუსებში სრულად გარემონტებულ ბინებს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი და ჯამურად დაიხარჯება თითქმის 700 მილიონ ლარამდე ამ 2-3 წლის განმავლობაში“,- განაცხადა პრემიერმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა