წარღვნა და დანგრეული სახლები - შემზარავი კადრები იტალიიდან (ვიდეო)
იტალიის ჩრდილოეთით, წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 13-მდე გაიზარდა. ზარალის ოდენობა მილიარდობით ევროს აღწევს.
დაახლოებით 20 000 ადამიანს, საკუთარი სახლ-კარის დატოვება მოუწია. ჩამოწოლილ მეწყერთა რაოდენობა 300-ს აღწევს, დაზიანებულია დაახლოებით 400 გზა, ზიანი საერთო ჯამში 42 მუნიციპალიტეტს მიადგა.
განსაკუთრებით დაზარალდა სოფლის მეურნეობა.