"დამუნჯებული წამოვედი..." - რა ფოტოებს აქვეყნებს დათო ლიკლიკაძე?
ჟურნალისტი, დათო ლიკლიკაძე სოციალურ ქსელში ქუთაისის თეატრიდან სპექტაკლის შემდგომ გადაღებულ ფოტოს ავრცელებს და წერს, რომ თეატრიდან მსახიობების როლის შესრულებით ნასიამოვნები წამოვიდა.
"ქუთაისში პრემიერა გვქონდა. მედეას როლში მსახიობი ელზა სულაძე ვიხილეთ. ამ გოგომ იმდენი ქნა, (აღარ მეგონა თუ კიდე ვიტირებდი ქართულ თეატრში) სასწაულად შეგვაცოდა მედეა, მერე შეგვაზიზღა, მერე შეგვაბრალა, მერე შეგვაყვარა და ბოლოს მისიანი გაგვხადა. ვიცოდი რომ ნიჭიერი არტისტი იყო, მაგრამ რასაც მან სამი საათი გაუძლო ნონ-სტოპში, ყოველგვარ მოლოდისნ გადააჭარბა.
Elza Suladze საიდან ამდენი ენერგია? დამუნჯებული წამოვედი თეატრიდან", - წერს ჟურნალისტი.