თეგებით ძიება
19. 05. 2023 ვიდეო

შესწორებულია - ინფორმაცია, თითქოს თბილისში ჩამოფრენილ რუსულ თვითმფრინავში მგზავრებს „აჭარული“ უცეკვეს, სიცრუეა (ვიდეო)

შესწორებულია - გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს თბილისში ჩამოფრენილ რუსულ თვითმფრინავში, პირველ პირდაპირ ავიარეისზე მგზავრებს „აჭარული“ უცეკვეს, სიცრუეა.

 "მითების დეტექტორის" განმარტებით, თვითმფრინავში ქართული ცეკვის ვიდეო ყალბი აღწერით გავრცელდა, რეალურად, ვიდეო 2021 წელს უკრაინის ავიახაზების თვითმფრინავშია გადაღებული და მას რუსულ ავიაკომპანია Azimut-თან კავშირი არ აქვს. 

მათივე ცნობით, უკრაინული ავიაკომპანიის (UIA) 2021 წლის 29 მარტის პოსტის მიხედვით, კომპანიამ ქართულ ეროვნულ ბალეტს “სუხიშვილები” მოულოდნელი სიურპრიზი მოუწყო. ტექსტის მიხედვით, სუხიშვილებმა უკრაინელი აუდიტორიისთვის იცეკვეს, ახლა კი უკრაინელმა ბორტგამცილებლებმა იცეკვეს მათთვის. 

"გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ რუსულ თვითმფრინავში მგზავრებს "აჭარული“ უცეკვეს. 

ბორდგამცილებლების მიერ შესრულებულ ცეკვას მგზავრები ტაშითა და ოვაციებით შეხვდნენ", - ნათქვამი იყო სოციალურ ქსელში გავრცელებულ ყალბ ინფორმაციაში.

ცნო­ბის­თვის, რუ­სეთ­მა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის სა­ვი­ზო რე­ჟი­მი გა­ა­უქ­მა. შე­სა­ბა­მი­სი გან­კარ­გუ­ლე­ბა რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა, ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა გა­მოს­ცა. პუ­ტი­ნის გან­კარ­გუ­ლე­ბის თა­ნახ­მად, სა­ვი­ზო რე­ჟი­მი 15 მა­ი­სი­დან გა­უქ­მდა. ამას­თან, ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა რუ­სუ­ლი ავი­ა­კომ­პა­ნი­ე­ბის­თვის სა­ქარ­თვე­ლო­ში ფრე­ნებ­ზე აკ­რძალ­ვაც მოხ­სნა.

რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმიმოსვლა თბილისში ანტირუსული საპროტესტო გამოსვლების ფონზე 2019 წლის ზაფხულში შეაჩერა.

2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა, რასაც ასეულობით ადამიანის მსხვერპლი, ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის, აფხაზეთის და სამაჩაბლოს ოკუპაცია მოჰყვა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა