ვოლოდიმირ ზელენსკი საუდის არაბეთში ჩავიდა
უკრაინის პრეზიდენტი საუდის არაბეთში ჩავიდა, - ინფორმაციას ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
"ჩავედი საუდის არაბეთში. ვისაუბრებ არაბული ლიგის სამიტზე, შევხვდები მემკვიდრე პრინც მუჰამედ ბინ სალმან ალ-საუდს და გავმართავ სხვა ორმხრივ მოლაპარაკებებს", - აცხადებს ზელენსკი.