თეგებით ძიება

როდის გაქრება სატურნის რგოლები - მეცნიერების დასკვნა

სატურნის რგოლები წარმავალია და როგორც ცნობილია, არსებობა არც ისე დიდხანს უწერიათ.

ახალი კვლევის მიხედვით, რგოლების ასაკი 400-100 მილიონი წელია, რაც ძალიან მცირე პერიოდია მზის სისტემის ასაკთან მიმართებაში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ უბრალოდ იღბლიანები ვართ, რადგან ზუსტად იმ ხანაში ვცხოვრობთ, როდესაც გიგანტურ პლანეტას მომაჯადოებელი რგოლები აქვს. მკვლევრებმა დაადგინეს ისიც, რომ ეს რგოლები შეიძლება მომდევნო 100 მილიონ წელიწადში გაქრეს.

რგოლები პირველად 1610 წელს შენიშნა გალილეო გალილეიმ, რომელმაც თავისი პრიმიტიული ტელესკოპით ისინი კარგად ვერ გაარჩია და სატურნის სფეროს აქეთ-იქით მდებარე ორ პატარა პლანეტად აღწერა, რომლებსაც მასთან ფიზიკური კონტაქტი ჰქონდათ.

1659 წელს, ჰოლანდიელმა ასტრონომმა კრისტიან ჰიუგენსმა გამოაქვეყნა ნაშრომი სატურნის სისტემა (Systema Saturnium), რომელშიც ისინი თხელ, ბრტყელ რგოლთა სისტემად აღწერა, რომელიც პლანეტას არ ეხებოდა.

ჰიუგენსმა ასევე აჩვენა იერსახე, როგორც დედამიწიდან ჩანდა და იცვლებოდა ორი პლანეტის მზის გარშემო მოძრაობის კვალდაკვალ, ზოგჯერ კი საერთოდ უჩინარდებოდა. ამის მიზეზია ხედვის გეომეტრია, რის გამოც, დედამიწიდან რგოლები პერიოდულად კიდით მოჩანს.

წყარო: 1tv.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა