თეგებით ძიება

თბილისში არსებულ თექვსმეტ ქუჩას სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე ქალების სახელები მიენიჭა

თბილისის საკრებულოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე თექვსმეტ ქუჩას იმ სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე ქალების სახელები მიენიჭა, ვისაც განსაკუთრებული ღვაწლი საქართველოს სახელმწიფოებრივ განვითარებაში შეტანილი აქვს.

თბილისის საკრებულოს ცნობით, საკითხები საკრებულოს წევრებს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ, ნინო ვარდოსანიძემ გააცნო.

„საკითხები, რომლებსაც კენჭი ეყრება, თბილისის ურბანულ გარემოში გენდერულად მგრძნობიარე პოლიტიკის გატარების ჩვენს მიერ წარმოებული გრძელვადიანი კამპანიის ნაწილია.

სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიამ წარმოდგენილი საკითხების კომისიურ ფორმატში განხილვა სიმბოლურად მარტის თვეში, ქალთა კვირეულის ფარგლებში დაიწყო. აღსანიშნავია, რომ კვირეული რამდენიმე კომპონენტისგან შედგებოდა, პარტნიორი ორგანიზაციების - გაეროს ქალთა ფონდისა და კერძო სექტორის აქტიური მონაწილეობით თბილისის ქუჩებში განთავსდა დროებითი აბრები, იმ სტერეოტიპების საწინააღმდეგო სლოგანებით,“ - აღნიშნა ნინო ვარდოსანიძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა