თეგებით ძიება

შუქი გაითიშება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

"ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

"გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 22 მაისს 10:00-დან 17:00 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ყანობი, კობი, გველეთი, ალმასიანი, დარიალი, ოქროყანა, უხათი, ლარსი, ზემოოქროყანა, გიმარა.

11:00-დან 17:00 საათამდე დენი გაითიშება მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ციხისძირი, ხიდისყური, ქანდა, ძველი ქანდა, ქსანი, პატარა ქანდა, აღაიანი, წეროვანი.

13:00-დან 15:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებათ მომხმარებლებს სოფლებში: დიღომში ჰუგო ჰუბერტის, ბერტა ფონ ზუტნერის, ხატაეთის, შერმადინის, ბარონ დე ბაის, მაქს ტილკეს ქუჩებზე, ხოლო 15:30-დან 17:30 საათამდე - აბონენეტებს დიღომში, დავით აღმაშენებლის, მიხეილ მესხის, ვახტანგ გორგასლის, დიდგორის და მიმდებარე ქუჩებზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება”, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა