თბილისში რუსული კლინიკის ფილიალი გახსნეს – რას წერს Ekho Kavkaza?
რუსული კლინიკების ქსელმა „ჩაიკამ“ თბილისში სამედიცინო ცენტრი გახსნა. ამის შესახებ ინფორმაციას ekhokavkaza ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ახალი კლინიკა ვაკეში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მდებარეობს.
ekhokavkaza ცნობით, კლინიკის სამედიცინო დირექტორი ქსენია იურკინასია, ის 2020 წლიდან მუშაობს მოსკოვის ნოვორიჟსკოეს გზატკეცილზე მდებარე ჩაიკას კლინიკაში ზოგადი პრაქტიკოსი და მთავარი ექიმის მოადგილედ, ხოლო 2022 წელს ანალოგიური თანამდებობა დაიკავა თბილისში, Silk Medical მულტიდისციპლინურ სამედიცინო ცენტრში.
წყარო: ekhokavkaza.com