თეგებით ძიება

1923 წლის 20 მაისს, ბოლშევიკური რეჟიმის მიერ დახვრეტილ 15 ქართველს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭოს - პრეზიდენტის ინიციატივა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მთავრობას ინივიატივით მიმართავს, რომ 1923 წლის 20 მაისს, ბოლშევიკური რეჟიმის მიერ დახვრეტილ 15 ქართველს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭოს.

"100 წელი სრულდება, რაც 1923 წლის 20 მაისს ბოლშევიკურმა რეჟიმმა 15 ქართველი სამხედრო დახვრიტა, რომელიც გენერალ კოტე აფხაზის მეთაურობით საქართველოს დამოუკიდებლობისათვის იბრძოდა.

საქართველოს პრეზიდენტი გამოდის ინიციატივით და მიმართავს მთავრობას, რათა მათ ეროვნული გმირის წოდება მიენიჭოთ", - წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა