თეგებით ძიება

"ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან აქტიურობს, რაც მახარებს - რას წერს მიხეილ სააკაშვილი?

"ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან აქტიურობს, რაც მახარებს, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელ “ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.

როგორც სააკაშვილი აცხადებს, ის უკრაინელ პოლიტიკოსად და მოქალაქედ, ამავე დროს, საქართველოს გულშემატკივრად რჩება.

„ამ ხუთეულის გადაბირება ზუსტად ისე მოხდა, როგორც უკრაინაში იანუკოვიჩის დროს ხდებოდა ხოლმე ოპოზიციიდან წევრების გაყვანა. ეს არის ოლიგარქიული კლასიკა! ფაქტია, რომ არც ერთი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი. თავად „ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან აქტიურობს, რაც მახარებს. ახლა მთავარია, მაქსიმალური ერთიანობა, ყველა ძველი წყენის დავიწყება. დიდი საფრთხის წინაშეა ქართული სახელმწიფოებრიობის გაქრობის საფრთხე.

მიხარია, რომ საინტერესო ახალგაზრდები გამოჩნდნენ და ძალიან ოპერატიულად მოქმედებენ. საჭიროა ახალი მეთოდები, მოქნილობა, ოპერატიულობა და ბოლომდე მიწოლა. ამ კედელს მუდმივად უნდა ურტყათ და აუცილებლად გაინგრევა!

მე ვრჩები უკრაინელ პოლიტიკოსად და მოქალაქედ, ამავე დროს, საქართველოს გულშემატკივრად. ჩემი მთავარი ამოცანაა, უკრაინის გამარჯვება და, რა თქმა უნდა, უკრაინასთან ერთად საქართველოს გამარჯვება”, - წერს სააკაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა