თეგებით ძიება

თემურ ჭყონია „მაკდონალდსის“ ბილბორდის გამო ბოდიშს იხდის

კომპანია „კოკა-კოლას მიერ, თბილისის ქუჩებში გამოკრულ „მაკდონალდსის“ ბანერებთან დაკავშირებით, კომპანიის ხელმძღვანელი, თემურ ჭყონია განმარტებას აკეთებს.

„ეს იყო UNICEF-ის გლობალური პროგრამა და ეს ბილბორდი აბსოლუტურად აცდენილია შინაარსს. ეს შეცდომაა, რისთვისაც, ამდენი წელიწადია ბიზნესში ვარ, და პირველად მიწევს ბოდიშის მოხდა. მე არ ვარ ამ ბილბორდის მომხრე, იმიტომ, რომ პროგრამა, რომელიც ჩვენ დასახული გვქონდა​ UNICEF-ის ფილოსოფიით დატვირთული, უფრო ქველმოქმედებაზე იყო აგებული, ვიდრე პოლიტიკურ განცხადებებზე. კონკრეტული მიზანი გვქონდა, UNICEF-ის პროგრამა იყო, რომ 1 ივნისს, ბავშვთა დღეს უნდა გაგვეკეთებინა ქველმოქმედება და დევნილთა სამინისტროში გადაგვერიცხა რაღაც თანხა. ემოციური უფრო ვარ დღეს, ვიდრე პროფესიონალი. იმდენად გამომიყვანა წყობიდან ამ ბილბორდმა, რომ გაგრძელებაზეც აღარ ვფიქრობ. მე საიდან გავიგე? გვქონდა დილის შეხვედრა და შემომიტანეს, რომ ექსპერტი ნიკოლეიშვილი ახასიათებდა ამას როგორც ბინძურ კამპანიას. ყველას უფლებაა, როგორც უნდა ისე გამოიყენოს - მთავარია, მე როგორ ვფიქრობ“, - აცხადებს თემურ ჭყონია.

ცნობისთვის, ბანერებს, რომელზეც აწერია - „235 000-ზე მეტი ბავშვიანი ოჯახი სიღარიბეში ცხოვრობს“ მწვავე პოლიტიკური განცხადებები მოჰყვა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა