ნაცებს“ უნდა დავუსვათ შეკითხვა: რატომ კლავდით აქციებზე ხალხს? - მამუკა მდინარაძე
ჩვენ „ნაცებს“ უნდა დავუსვათ შეკითხვა: რატომ კლავდით აქციებზე ხალხს და სახურავზე რატომ აგდებდით?! იპოვეთ განსხვავება? მაგრამ „ნაცები“ აღარ არიან, ისედაც ვერ პოულობდნენ და ასე სულ ვერ იპოვიან, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მამუკა მდინარაძე შინაგან საქმეთა მინისტრისთვის დასმულ კითხვებს გამოეხმაურა, რა დროსაც მდინარაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ მისამართით დასვა კითხვა, თუ რატომ კლავდნენ უდანაშაულო ხალხს ქუჩაში.
„რაც შეეხება იმ თემას, რაზეც ჩვენ დღეს შევიკრიბეთ ბატონო ვახტანგ [გომელაური]. ოდნავი უტრირება გავაკეთოთ. მე რომ ძალიან მომინდეს ინტერპელაციის წესით დასმულ კითხვას და იმ პათოსს რაღაცნაირად მხარი დავუჭირო, ძალიან რომ მოვინდომო, რა კითხვა შეიძლება დასვას დეპუტატმა ქართული ოცნების“ ხელისუფლების შინაგან საქმეთა მინისტრის წინაშე. მე შემიძლია გითხრათ რაც იყო ერთადერთი „ობიექტური“ [კითხვა]- თქვენ რატომ ვერ მოახერხეთ, როდესაც პოლიციელებზე ძალადობდნენ ადამიანები, იქ რომ იყვნენ სხვები, რომლებიც არ ძალადობდნენ, წყლის ჭავლი აგერიდებინათ მისთვის?!", - განაცხადა მდინარაძემ.