რუსული ფრენის გაჩერება არ არის საკმარისი, რუსული რეჟიმი უნდა წავიდეს - ელენე ხოშტარია
„დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის კომენტირებისას განაცხადა, რომ მხოლოდ რუსული ფრენის გაჩერება არ არის საკმარისი და რუსული რეჟიმი უნდა წავიდეს.
„მთავარი ამოცანაა არა რუსული ფრენის შეწყვეტა, არა რუსული კანონის გაჩერება მხოლოდ, არამედ რუსული რეჟიმის წასვლა. ამაზე ყველა უნდა შევთანხმდეთ, არანაირი ილუზია, რომ ამ რეჟიმის პირობებში რაღაცა სიკეთე საქართველოს ექნება, არ არსებობს. ამიტომ მთავარი სტრატეგიული ამოცანა არის რეჟიმის წასვლა. მარტის აქციებმა ჩვენ ძალიან წინ წაგვწია რუსული რეჟიმის მოცილების გზაზე, გამორიცხულია სანქცირება მომხდარიყო, იგივე მოსამართლეების სანქცირება,ის ზეწოლა, ის მკაფიო განცხადებები, რაც ჩვენ დღეს გვესმის ჩვენი პარტნიორებისგან, რომ არ ყოფილიყო ასეთი თავგანწირული ბრძოლა ჩვენი ახალგაზრდებისგან. ამიტომ, მოვრჩეთ რაღაც მიკიბ-მოკიბვას, რუსული ფრენის გაჩერება არ არის საკმარისი, რუსული რეჟიმი უნდა წავიდეს“,- განაცხადა ხოშტარიამ.