თეგებით ძიება

როგორც რუსული კანონი გაიტანეს, ხალხის ერთიანობით ამ ფრენებსაც შეწყვეტენ - გიორგი ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა, რომ როგორც რუსული კანონი გაიტანეს, ხალხის ერთიანობით ამ ფრენებსაც შეწყვეტენ.

„ჩვენი სამშობლო რუსიფიკაციისკენ მიჰყავს რუსეთს და აქედან გამომდინარე, ჩვენ ამის წინააღმდეგ უნდა გავერთიანდეთ და ერთად დავდგეთ. როგორც რუსული კანონი გაიტანეს, ხალხის ერთიანობით ამ ფრენებსაც შეწყვეტენ. აუცილებლად მოხდება ეს. გაგრძელდება აქციები, იქნება ერთი დღე, ორი, სამი და შემდეგ მთელი საქართველო აქ დადგება და აუცილებლად რუსულ რეჟიმს თავის გზას მივუჩენთ“, - განაცხადა ვაშაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა