თეგებით ძიება

რუსეთ-საქართველოს მიმართულებით ფრენები ორმხრივად აღდგა - რა ინფორმაცია ვრცელდება?

რუსეთ-საქართველოს მიმართულებით ფრენები ორმხრივად აღდგა. დღეს, 08:00 საათზე, მოსკოვის მიმართულებით ფრენა „ჯორჯიან ეარვეისმა“ შეასრულა.

„კომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა“ განახორციელა პირველი რეისი თბილისი-მოსკოვის მიმართულებით. პირველ რეისზე 85 მგზავრი გვყავდა. „ჯორჯიან აირვეისი“ გეგმავს ყოველდღიურად ფრენების შესრულებას კვირაში შვიდი სიხშირით“, - განუცხადა ჟურნალისტებს ავიაკომპანიის წარმომადგენელმა.

რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმიმოსვლა თბილისში ანტირუსული საპროტესტო გამოსვლების ფონზე 2019 წლის ზაფხულში შეაჩერა.

2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა, რასაც ასეულობით ადამიანის მსხვერპლი, ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის, აფხაზეთის და სამაჩაბლოს ოკუპაცია მოჰყვა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა