"დავკარგეთ არაჩვეულებრივი ადამიანი და თავისი საქმის უზადო პროფესიონალი“ - "ემერჯენსი სერვისი“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
„ემერჯენსი სერვისი“ სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ „ემერჯენსი სერვისის“ სამედიცინო დირექტორი, დავით ხაფავა გარდაიცვალა.
"დავკარგეთ არაჩვეულებრივი ადამიანი და თავისი საქმის უზადო პროფესიონალი, "ემერჯენსი სერვისის" სამედიცინო დირექტორი, დავით ხაფავა, რომელიც ღირსეულად გვიძღვოდა და ზრუნავდა მოსახლეობის ჯანმრთელ მომავალზე.
ვუსამძიმრებთ დავითის ოჯახს და ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს ამ მძიმე განსაცდელს. მშვიდად განისვენოს მისმა კეთილმა სულმა", - წერია ინფორმაციაში.