თეგებით ძიება

კახეთში სასტუმრო "ყვარლის ტბის“ ტერიტორიაზე, პოლიცია აქტივისტებს ფიზიკურად უსწორდება, დაკავებულია 10-მდე ადამიანი

კახეთში სასტუმრო „ყვარლის ტბის“ ტერიტორიაზე პოლიცია და სპეციალური დანიშნულების რაზმია მობილიზებული.

დაკავებულებთან დაკავშირებით შსს-ს ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია, თუმცა "მთავარი არხის" ინფორმაციით, დაკავებულია 10-ზე მეტი სამოქალაქო აქტივისტი, მათ შორის არიან, ნიკა ნარსია, ლაშა ხუსკივაძე და შუშანა მაცაბერიძე.

დაპირისპირებისას ადგილზე შეუძლოდ გახდა ერთ-ერთი სამოქალაქო აქტივისტი.

აქტივისტებმა კვერცხები დაუშინეს იმ სამარშრუტო ტაქსს, რომელმაც სასტუმროდან, სავარაუდოდ, რუსეთიდან ჩამოსული ქორწილის სტუმრები გაიყვანეს.

პროტესტი ყვარლის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, მას შემდეგ დაიწყო, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის , სერგეი ლავროვის ოჯახის წევრების საქართველოში და კერძოდ, ყვარლისა და ახაშენის სასტუმროებში ყოფნის შესახებ.

"ყვარლის ტბამ“ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილის სტუმრობა სიმართლეს არ შეესაბამება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა