თეგებით ძიება

ვლადიმერ პუტინის განკარგულებით ყველა გახარებულია - რას ამბობს Georgian Airways-ის ხელმძღვანელი?

"ვლადიმერ პუტინის განკარგულებით ყველა გახარებულია" - ამის შესახებ Georgian Airways-ის ხელმძღვანელმა, თამაზ გაიაშვილმა რუსული ტელეკომპანია МИР24-თან საუბრისას განაცხადა.

"საქართველოს მოსახლეობა - 90%-ზე მეტი, დიდი ენთუზიაზმით შეხვდა ფრენების აღდგენასა და სავიზო რეჟიმის გაუქმებას. ვლადიმერ პუტინის განკარგულებით ყველა გახარებულია", - განაცხადა თამაზ გაიაშვილმა.

ცნობისთვის, რუ­სეთ­მა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის სა­ვი­ზო რე­ჟი­მი გა­ა­უქ­მა. შე­სა­ბა­მი­სი გან­კარ­გუ­ლე­ბა რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა, ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა გა­მოს­ცა. პუ­ტი­ნის გან­კარ­გუ­ლე­ბის თა­ნახ­მად, სა­ვი­ზო რე­ჟი­მი 15 მა­ი­სი­დან გა­უქ­მდა. ამას­თან, ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა რუ­სუ­ლი ავი­ა­კომ­პა­ნი­ე­ბის­თვის სა­ქარ­თვე­ლო­ში ფრე­ნებ­ზე აკ­რძალ­ვაც მოხ­სნა.

Georgian Airways-მა მოსკოვის მიმართულებით პირველი რეისი უკვე შეასრულა.

რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმიმოსვლა თბილისში ანტირუსული საპროტესტო გამოსვლების ფონზე 2019 წლის ზაფხულში შეაჩერა.

2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა, რასაც ასეულობით ადამიანის მსხვერპლი, ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის, აფხაზეთის და სამაჩაბლოს ოკუპაცია მოჰყვა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა