საქართველოს არც ერთი აეროპორტი, არ მოემსახურება სანქცირებულ საავიაციო ავიაკომპანიას - ირაკლი ქარქაშაძე
საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ არც ერთი სანქცირებული ავიაკომპანია თუ ავიახომალდი, არ შემოვა საქართველოს აეროპორტებში, - ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა, ირაკლი ქარქაშაძემ განაცხადა.
„ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, დაშვება იმის, რომ შეიძლება, სანქცირებული თვითმფრინავი გამოფრინდეს, არ ნიშნავს, რომ ჩვენ მას მოვემსახურებით. კომპანიები, რომლებზეც ნებართვა გასცა სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ და ეს არის მხოლოდ და მხოლოდ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს პრეროგატივა, არ არიან სანქცირებული არც აშშ-ისა და არც ევროკავშირის მიერ“, - განაცხადა ქარქაშაძემ.
რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმიმოსვლა თბილისში ანტირუსული საპროტესტო გამოსვლების ფონზე 2019 წლის ზაფხულში შეაჩერა.
2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა, რასაც ასეულობით ადამიანის მსხვერპლი, ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის, აფხაზეთის და სამაჩაბლოს ოკუპაცია მოჰყვა.