თეგებით ძიება

შსს-ს ცნობით, ყვარლის ტბის სასტუმროს ტერიტორიაზე 16 პირი დააკავეს

შსს-ს ცნობით, ყვარლის ტბის სასტუმროს ტერიტორიაზე მიმდინარე აქციაზე 16 პირია დაკავებული. არსებული ინფორმაციით, ყველა მათგანი ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული.

შეგახსენებთ, პროტესტი ყვარლის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, მას შემდეგ დაიწყო, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის , სერგეი ლავროვის ოჯახის წევრების საქართველოში და კერძოდ, ყვარლისა და ახაშენის სასტუმროებში ყოფნის შესახებ.

"ყვარლის ტბამ“ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილის სტუმრობა სიმართლეს არ შეესაბამება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა