თეგებით ძიება

"კაი, ჩვენ ფულის ხამები ვართ და გვიხარია ქორწილში ფულს რომ გვიხდიან, იმათ რა ჭირი და სიკვდილი უნდათ?" - თამუნა მუსერიძე რუსებზე

ჟურნალისტი, თამუნა მუსერიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ყვარლის ტბის სასტუმროს ტერიტორიაზე მიმდინარე აქციას ეხმაურება.

"კაი, ჩვენ ფულის ხამები ვართ და გვიხარია ქორწილში ფულს რომ გვიხდიან. იმათ რა ჭირი და სიკვდილი უნდათ? აქ რატომ მოეთრევიან და რატომ იხდიან ქორწილებს?", - წერს თამუნა მუსერიძე.

შეგახსენებთ, პროტესტი ყვარლის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, მას შემდეგ დაიწყო, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ოჯახის წევრების საქართველოში და კერძოდ, ყვარლისა და ახაშენის სასტუმროებში ყოფნის შესახებ.

"ყვარლის ტბამ“ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილის სტუმრობა სიმართლეს არ შეესაბამება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა