თეგებით ძიება

თელავში ელენე ხოშტარია დააკავეს

თელავში "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას "დროას" წევრი, თამთა გოგოლაძე ავრცელებს.

"ელენე ხოშტარია დააკავეს თელავის პოლიციასთან", - წერს თამთა გოგოლაძე.

ხოშტარიას დაკავების შესახებ ინფორმაციას პარტია twitter-ზე გავრცელებულ განცხადებაში ადასტურებს

შეგახსენებთ, პროტესტი ყვარლის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, მას შემდეგ დაიწყო, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ოჯახის წევრების საქართველოში კერძოდ, ყვარლისა და ახაშენის სასტუმროებში ყოფნის შესახებ.

"ყვარლის ტბამ“ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილის სტუმრობა სიმართლეს არ შეესაბამება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა