თეგებით ძიება

"გარდაიცვალა 23 წლის გიორგი ლაღაძე" - შოთო სიხარულიძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს (ვიდეო)

გარდაიცვალა 23 წლის, გიორგი ლაღაძე. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში "ემიგრანტების იმედი", შოთო სიხარულიძე აქვეყნებს.

"მოუკვდა ერთადერთი შვილი, ერთადერთი ყავდი, ემიგრანტ დედას. ზეციურ სავანეს შეუერთდა კიდევ ერთი შესანიშნავი ადამიანი. რატოა ასეთი დაუნდობელი ცხოვრება, ვინც გიცნობდა ყველას გული დაწყვიტე გიო, რამდენი შვილიც არ უნდა ყავდეს დედას რა მნიშვნელობა აქვს შვილი შვილია, მაგრამ ერთადერთი შვილი ყავდი დედაშენს.

რატო შვილო დედაა, რატო დედა რატო გამიჩერე შენი, 23 წლის  თბილი და კეთილი გული.

მოგიკვდა შენი გულდათუთქული ემიგრანტი დედა შვილო, ჩემო მთასავით ბიჭო დედი, ჩემო გულო, ჩემო სულო, ჩემო სიყვარულო გიო.

საცოდაობა ტრიალებს ნიკეაზე, ძალიან დაგვწყვიტა გული  ემიგრანტის შვილის მოულოდნელმა გარდაცვალებამ.

გარდაიცვალა ემიგრანტის შვილი. გლოვობს ჩემი ქუთაისი გიორგი ლაღაძეს საბერძნეთის ათენის ემიგრანტი დედა გამწარდა ისევ. მონატრებული შვილი, მოულოდნელად შეწყვიტა ძგერა შენმა ერთგულმა გულმა ჩვენო უკეთილშობილესო გიო. გლოვა ჩამოსახლდა ჩვენს ბედნიერ ოჯახში. უსასრულო მოლოდინს, გაუსაძლის მონატრებას და ტკივილს, შენი სახელი ჰქვია!

ჩვენს გულში დიდ და მწარე ტკივილად დარჩი, დედის იმედო. ძალიან მწარეა რეალობა, იმდენად მოულოდნელად მოხდა ყველაფერი, თავი სიზმარში მგონია. შეწყდა შენი ცხოვრება ამ ქვეყანაში", - წერს შოთო სიხარულიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა