თეგებით ძიება

არ მივცემ ბატონ კობახიძეს უფლებას, ქართველ ხალხს ქსენოფობობა დასწამოს - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებას, რომელმაც ქართველი ხალხი ქსენოფობიაში დაადანაშაულა, მწვავე განცხადებით ეხმაურება და აცხადებს, რომ არ მისცემს ირაკლი კობახიძის იმის უფლებას, ქართველი ხალხს ქსენოფობობა დააბრალოს.

"ეს განცხადებები, რაც მოვისმინე მე დღეს ბატონი კობახიძისგან და არ მჩვევია რაღაც განცხადებებზე პასუხი და პინგ -პონგი, მაგრამ, ვერ დავუშვებ, რომ ბატონი კობახიძე თავს ნებას აძლევდეს, რომ საქართველოს ხალზე, რომელმაც არაჩვეულებრივი ტოლერანტობის ახალი მაგალითი მისცა მსოფლიოს, როცა წელიწადზე თითქმის ნახევარი არის, ღებულობს ოკუპანტი ქვეყნიდან მიგრანტებს, 70 ათასს, თუ 80 ათასს, ისე, რომ არცერთი ინციდენტი არ მომხდარა, არ მივცემ მას უფლებას, ამ ხალხზე, რომელმაც საუკუნეები გაიარა ისე, რომ არავინ არ დაგვწამა ქსენოფობია, მან დაიწყოს ამაზე საუბარი, მითუმეტეს, როცა ძალიან კარგად ვიცით, რომ ეს არის ჩვეულებრივი თემა რუსეთის, რომ ვითომც თავის მოქალაქეების დასაცავად, შედის სხვადასხვა ქვეყნებში. თუ ბატონი კობახიძე ამის გამზადებას ცდილობს, მე მგონი, რომ ჩვენ არ დავუშვებთ ამას. არც საზოგადოება, არც მე და სადაც საზოგადოება, იქ მე ვიქნები", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა

შეგახსენებთ, "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა:

"ჩვენ წინასწარ ვაკეთებდით პროგნოზს იმასთან დაკავშირებით, რომ ტურისტული სეზონის მოახლოებასთან ერთად აუცილებლად დაიწყებოდა ქსენოფობიური კამპანიის ახალი ტალღა და რაც გვქონდა პროგნოზი ზუსტად ის ახდა. ქსენოფობია არ ზის ქართული საზოგადოების ბუნებაში".


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა