თეგებით ძიება

"ხმას რომ გავიგებ, გული მაინც "რენჩხს" იზამს და თვალებს ვხუჭავ" - რას წერს ზურა შევარდნაძე?

„გარდენიას“ მფლობელი, ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და „გარდენიაში“ დამკვიდრებული სახალისო „ტრადიციის“ შესახებ წერს.

"15 წლის მანძილზე რაც ჩვენს კაფეში ჭურჭელი დალეწილა და დათართქალებულა იმდენი სიკეთე, სიხარული და ყველაფერი კაი თქვენ.. - კი ამბობენ რომ ჭირი მიაქვსო, მარა ხმას რომ გავიგებ გული მაინც რენჩხს იზამს და თვალებს ვხუჭავ.

რაც არ გასკდა, გაიბზარა, ჩამოიფცქვნა, აიტკიჩა ყველას კედლებზე, ღობეებზე ვკიდებ, მენანება გადასაყრელად. თანამშრომლებს ვეუბნები იმიტომ ვხუნძლავ აქ რომ უყუროთ რამდენი დალეწეთ მეთქი, (არც სტუმრებმა დააკლეს), ამდენ მიმსვლელ-მომსვლეში არცაა ალბათ გასაკვირი.. სადაც არაა იქ არ ტყდება!!!

ისე ამბად მოვყევი თუ არა, თქვენი ჭირი წაიღოს..

ფოტოზე ჩვენი კაფეს ერთგული, გულიანი ბიჭები ლუკა და დიმიტრი ხელში რაც ჯერ დამტვრევას გადაურჩა იმ ჭურჭლით“, - წერს ზურა შევარდნაძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა