იაპონიაში, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ემანუელ მაკრონთან შეხვედრა გამართა
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი იაპონიაში, დიდი შვიდეულის სამიტზე ვიზიტის ფარგლებში საფრანგეთის პრეზიდენტ, ემანუელ მაკრონს შეხვდა. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
"შვიდი ქვეყნის სამიტში მონაწილეობის მისაღებად იაპონიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან შეხვედრა გამართა. სახელმწიფოს მეთაურმა მადლობა გადაუხადა საფრანგეთს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებისთვის უკრაინის სამხედრო და ჰუმანიტარული მხარდაჭერის კუთხით", - ნათქვამია განცხადებაში