თეგებით ძიება

ელენე ხოშტარია სამართალდამცავებს თბილისში გადმოჰყავთ - "დროა"

პარტია "დროას" ინფორმაციით, დაკავებული ელენე ხოშტარია სამართალდამცავებს კახეთის მთავარი  სამმართველოდან თბილისში გადმოჰყავთ. 

"რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი, რომ ელენე ხოშტრია თბილისში გადმოჰყავთ, ზუსტად სად ჯერ არ ვიცით. მასთან ამ დრომდე არ შეუშვეს ადვოკატი.

შეგახსენებთ პარტია "დროას" დამფუძნებელი თელავის პოლიციასთან დააკავეს. იგი დაკავებულ აქტივისტებთან ადვოკატების შეშვებას ითხოვდა", - წერია პარტიის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ელენე ხოშტარია სამართალდამცავებმა თელავში იმ დროს დააკავეს, როდესაც დაკავებული აქტივისტებისთვის ადვოკატის უფლებას ითხოვდა.  

პროტესტი ყვარლის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, მას შემდეგ დაიწყო, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ოჯახის წევრების საქართველოში კერძოდ, ყვარლისა და ახაშენის სასტუმროებში ყოფნის შესახებ.

"ყვარლის ტბამ“ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილის სტუმრობა სიმართლეს არ შეესაბამება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა