თეგებით ძიება

„ძალიან კარგად ვარ, უხერხულიც კი იყო იზოლატორის ამდენი ხანი არ ნახვა“ - რას წერს ელენე ხოშტარია?

პარტია „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია, რომელიც გუშინ თელავში, სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ აქციაზე დააკავეს, იზოლატორიდან მიმართვას ავრცელებს.

„ყველა პოლიციელი, ვინც იცავდა ჯალათი ლავროვის შვილის ცეკვის კომფორტს არის მოღალატე. ყველა პოლიციელი, ვინც ძალადობდა რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლ ახალგაზრდებთან, არის მოძალადე და არღვევს კონსტიტუციას.                                                                                                                  ყველა პოლიციელი, ვინც ადვოკატს არ უშვებს დაკავებულებთან არღვევს კონსტიტუციას. სწორედ ამიტომ შევეწინააღმდეგე მათ. ასე იქნება ყოველთვის, როცა აქტივისტებზე იძალადებენ.   

მე ძალიან კარგად ვარ, უხერხულიც კი იყო იზოლატორის ამდენი ხანი არ ნახვა“, – წერია ელენე ხოშტარიას გზავნილში, რომელიც მისი პარტიის გვერდზე გამოქვეყნდა.

პროტესტი ყვარლის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, მას შემდეგ დაიწყო, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ოჯახის წევრების საქართველოში კერძოდ, ყვარლისა და ახაშენის სასტუმროებში ყოფნის შესახებ.

"ყვარლის ტბამ“ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილის სტუმრობა სიმართლეს არ შეესაბამება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა