თეგებით ძიება

„საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კათოლიკეებისგან მოპარულ ტაძარში წირავს. ამაზე დიდი ფარისევლობა რა გინდათ?“ - თამარ ჩერგოლეიშვილი

„ტაბულას“ დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის შესახებ წერს.

„დავით გარეჯის ის ნაწილი რომელიც აზერბაიჯანის ტერიტორიაზეა, საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ გადასცეს ფილიპე მახარაძემ და სტალინმა აზერბაიჯანს საძოვრებად.

დღეს ვართ იმ გამოუვალ ვითარებაში, როცა აზერბაიჯანთან საზღვრის ეჭვქვეშ დაყენება, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხსაც ეჭვქვეშ აყენებს - საზღვარი ვერ თანხმდება. 

(ბერთუბანი საძოვრადაა გადაცემული და აზერბაიჯანის ტერიტორიის სიღრმეშია). 

ზუსტად ასე წაართვეს კათოლიკეებს ტაძრები ბოლშევიკებმა. 

საქართველოს გათავისუფლების შემდეგ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ბოლშევიკების ყაჩაღობას აგრძელებს.

“არა იპარო” - ამაზე დგას ქრისტიანობა.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კათოლიკეებისგან მოპარულ ტაძარში წირავს.

ამაზე დიდი ფარისევლობა რა გინდათ? არა იპარო!“ - წერს ჩერგოლეიშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა