ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ რომ მისმა ძალებმა ქალაქი ბახმუტი აიღეს
რუსული კერძო სამხედრო კომპანიის, „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ რომ მისმა ძალებმა ქალაქი ბახმუტი აიღეს. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.
„ბახმუტის აღების ხორცსაკეპი 224 დღე გრძელდებოდა,“ – დაწერა „ვაგნერის“ ლიდერმა.
პრიგოჟინმა მადლობა გადაუხადა რუს გენერალს სერგეი სუროვიკინსა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს, რომელმაც „სამშობლოს დაცვაში მონაწილეობის მიღების“ შესაძლებლობა მისცა. მან კვლავ მწვავედ გააკრიტიკა რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ და გენერალური შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი.
უკრაინული მხარე რუსეთის ძალების მიერ ბახმუტის სრულად აღების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.