თეგებით ძიება

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბახმუტის დაკარგვა დაადასტურა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ ბახმუტის დაკარგვა დაადასტურა, როდესაც მას ჰკითხეს, რჩება თუ არა ის კიევის კონტროლის ქვეშ.

„ვფიქრობ, რომ არა”, - თქვა მან იაპონიაში აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრის წინ.

„დღეს ბახმუტი მხოლოდ ჩვენს გულებშია“ და „ეს არის ტრაგედია", - დასძინა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, „ვაგნერის“ დაქირავებული ჯგუფის ჯარების ლიდერმა, ევგენი პრიგოჟინმა გუშინ თქვა, რომ მისმა ჯარებმა საბოლოოდ განდევნეს უკრაინელები ქალაქიდან. კიევი უარყოფდა პრიგოჟინის განცხადებას.

წყარო: „აიპრესი“


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა