„კითხვა, რომელიც თითოეულმა ქართველმა უნდა დაუსვას საკუთარ თავს...“ - რას წერს ფადი ასლი?
ბიზნესმენი, ფადი ასლი სოციალურ ქსელში წერს.
„თეორიულად დავუშვათ, რომ რუსეთი ივანიშვილს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნებას დაჰპირდა, კითხვა რომელიც თითოეულმა ქართველმა პატიოსნად უნდა დაუსვას საკუთარ თავს:
მინდა გავერთიანდე ორ სეპარატისტულ რეგიონთან და ვიცხოვრო მათთან, როგორც რუსეთის მონამ,თუ მინდა ვიცხოვრო დამოუკიდებლად და თავისუფლად, როგორც ევროკავშირის წევრმა ამ ორი რეგიონის გარეშე?“ - წერს ფადი ასლი.