თეგებით ძიება

„ეს არის მონური აზროვნება, აგენტების აზროვნება...“ - კახა კალაძე ფადი ასლიზე

თბილისის მერი, კახა კალაძე ბიზნესმენ ფადი ასლის მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ეს არის მონური აზროვნება, აგენტების აზროვნება. ამ ადამიანს სამშობლო არ გააჩნია და ცხადია, მე არ მიკვირს მსგავსი განცხადებები. ეს არის უსამშობლო ადამიანი. ვისაც ჩვენი ქვეყანა გვიყვარს, ვისაც საქართველო მიგვაჩნია სამშობლოდ, სადაც დავიბადეთ, გავიზარდეთ, ვისწავლეთ. გვიყვარს ჩვენი თითოეული კუთხე, რაიონი, ქალაქი, სოფელი, როგორ შეიძლება, ასეთმა ადამიანმა უარი თქვას ჩვენი ქვეყნის გაერთიანებაზე. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩემთვის, როგორც ქართველისთვის, ამ ქვეყანაში დაბადებულისთვის, ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა“, – განაცხადა თბილისის მერმა.

ცნობისთვის, ბიზნესმენმა, ფადი ასლიმ სოციალურ ქსელში დაწერა: „თეორიულად დავუშვათ, რომ რუსეთი ივანიშვილს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნებას დაჰპირდა, კითხვა რომელიც თითოეულმა ქართველმა პატიოსნად უნდა დაუსვას საკუთარ თავს: მინდა გავერთიანდე ორ სეპარატისტულ რეგიონთან და ვიცხოვრო მათთან, როგორც რუსეთის მონამ,თუ მინდა ვიცხოვრო დამოუკიდებლად და თავისუფლად, როგორც ევროკავშირის წევრმა ამ ორი რეგიონის გარეშე?“


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა