უკრაინის უსაფრთხოება ჩვენი უსაფრთხოებაა - ბრიტანეთის პრემიერი
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა განაცხადა, უკრაინის უსაფრთხოების მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფო უკრაინელი მფრინავების წვრთნას F-16-ის ტიპის გამანადგურებლების მართვაში ამ ზაფხულს დაიწყებს.
„უკრაინამ არა მხოლოდ ომი უნდა მოიგოს, არამედ სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობაც“, - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.
ამასთან, სუნაკმა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ჰიროსიმაში, „დიდი შვიდეულის“ სამიტზე ყოფნას „ძალიან ძლიერი მომენტი“ უწოდა.