„ვინ ეკითხება ქართველები რას როგორ გადავწყვეტთ?“ - ანდრია გვიდიანი ფადი ასლიზე
ექსპერტი, ანდრია გვიდიანი ბიზნესმენ, ფადი ასლის მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს.
„ან ამას ვინ ეკითხება ქართველები რას როგორ გადავწყვეტთ, ან ეს საერთოდ ვინ არის ამდენის უფლებას რომ აძლევს თავს? - არც არავინ. მაგრამ, სინამდვილეში ამ არარაობის ხელით ოპოზიცია ტესტავს მსგავს ანტიქართულ აზრს.
ვისაც ლავროვის სიძის ძმის მამიდაშვილის მეზობლის ქორწილი გაშფოთებთ მათგან მაიტერესებს ფადი ასლის ამ სტატუსზე რა კომენტარი გაქვთ. თუმცა ეს პოსტი ისეთ ხალხს აქვს მოწონებული, ყველაფერი ნათელია.
როგორც ჩანს, მალე მოვა დრო, როცა იმის მტკიცება მოგვიწევს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ამ ქვეყბის უმთავრესი პრიორიტეტია“, - წერს გვიდიანი.
ცნობისთვის, ბიზნესმენმა, ფადი ასლიმ სოციალურ ქსელში დაწერა: „თეორიულად დავუშვათ, რომ რუსეთი ივანიშვილს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნებას დაჰპირდა, კითხვა რომელიც თითოეულმა ქართველმა პატიოსნად უნდა დაუსვას საკუთარ თავს: მინდა გავერთიანდე ორ სეპარატისტულ რეგიონთან და ვიცხოვრო მათთან, როგორც რუსეთის მონამ,თუ მინდა ვიცხოვრო დამოუკიდებლად და თავისუფლად, როგორც ევროკავშირის წევრმა ამ ორი რეგიონის გარეშე?“