თეგებით ძიება

ქართველი მეზღვაურები მეკობრეების ტყვეობიდან გაათავისუფლეს

2 მაისს, გაბონში გატაცებული მეზღვაურები უკვე ნიგერიაში არიან და სამედიცინო შემოწმებას გადიან. ამის შესახებ ინფორმაციას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს. 

"მეკობრეებმა ცენტრალურ აფრიკაში, გაბონის ტერიტორიული წყლებში ღუზაზე მდგომი გემიდან საქართველოს მოქალაქე ორი მეზღვაური გაიტაცეს.

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო მადლობას უხდის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, სამხრეთ აფრიკაში, ეთიოპიაში, ნიუ-იორკის შტატში და სინგაპურში საქართველოს გენერალურ საკონსულოებს, ასევე გემთმფლობელ კომპანიას და ყველა ჩართულ მხარეს, რომელთა ერთობლივი მუშაობის შედეგად წარმატებით განხორციელდა მეზღვაურების უსაფრთხო გამოხსნა ტყვეობიდან.

განსაკუთრებით ვულოცავთ და მადლობას ვუხდით მეზღვაურთა ოჯახის წევრებს გამოჩენილი გამძლეობისათვის", - აცხადებენ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა