„არ ვაპირებ ამ მონურ სასამართლოზე მისვლას“ - ელენე ხოშტარია
პარტია "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია, რომელიც გუშინ, თელავში დააკავეს, იზოლატორიდან კიდევ ერთ წერილს აქვეყნებს. წერილს პარტია საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე ავრცელებს.
"ელენე ხოშტარიას კიდევ ერთი გზავნილი მივიღეთ იზოლატორიდან, რომელსაც გიზიარებთ:
"დღეს დილით მოვიდა ციხის ადმინისტრაცია და მითხრა, რომ უნდა გავყვე პოლიციას ცხადია, უარი განვაცხადე. ადვოკატს ისევ არაფერი შეატყობინეს ბოლოს გავიტანე ჩემი. არსად გავყები. არ ვაპირებ ამ მონურ სასამართლოზე მისვლას. ეს არ არის სასამართლო. ეს არის რუსული რეჟიმის მსახურთა დაჯგუფება. ამიტომ არც მე და არც ჩემი ადვოკატი არ ითანამშრომლებს ამ სისტემასთან. იზოლატორში ყოფნის არანაირი პრობლემა არ მაქვს.
არა რუსულ რეჟიმს!" - წერია გავრცელებულ წერილში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ თელავის პოლიციასთან დაკავებული ელენე ხოშტარია კვლავაც იზოლატორში რჩება.