თეგებით ძიება

„ლავროვის ოჯახის გაპანღურებამ გარდა პოლიტიკური სიამოვნებისა, სხვა სიამოვნებაც მომგვარა...“ - რომან გოცირიძე

დეპუტატი, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.

„ლავროვის ოჯახის გაპანღურებამ გარდა პოლიტიკური სიამოვნებისა, სხვა სიამოვნებაც მომგვარა-“სტუმარ მასპინძელი” და “ალუდა ქეთელაური” კიდევ ერთხელ გადავიკითხე.

ვაჟა ფშაველა და სტუმარ-მასპინძელი არ გესმით თქვენო, განუცხადებია “ოცნების” ლიდერობას. ამისთვის ვაჟა ფშაველას წაკითხვა არცაა საჭირო, აგერ “აირზენას” გაიაშვილს ჰკითხეთ და მოკლედ აგიხსნითო.

ვიღაცამ დაწერა, კობახიძემ ჯოყოლას გვარიც კი არ იცისო. შემრცხვა-ჯოყოლას გვარი თუ ჰქონდა ისიც კი არ ვიცოდი. ალხასტაიძე ყოფილა.

საბჭოთა პერიოდის უმაღლესში მისაღები გამოცდები გამახსენდა, ჩამჭრელი კითხვები რომ იცოდნენ: “აბა მითხარით ყმაწვილო, რა ჰქვია გოგია უიშვილის ძალს”? ვერავინ პასუხობდა. წავია ჰქვია თურმე.

“ოცნების” კიდევ უფრო პრორუსულ ფრთას, ხალხის ძალას რომ ეძახიან, კანონპროექტი შეუმუშავებია ასეთი სათაურით: “ სტუმარი ღვთისაა, ხოლო სმა-ჭამა-დიდად შესაგი”! ოპოზიცია ალტერნატიულს ამზადებს, რომელსაც “ცეცხლი ჭამა თქვენმა პირმა” ჰქვია. 

ხინკალივით ცხელი ამბები გველოდება წინ“, - წერს გოცირიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა