გურჯაანში ახალგაზრდა კაცი მოკლეს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში 32 წლის კაცი მოკლეს. მას სასიკვდილო ჭრილობა სანადირო თოფიდან აქვს მიყენებული.
ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევა სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ტერიტორიაზე მოხდა.
რა გახდა მკვლელობის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.