თეგებით ძიება

"ხვალ რომ პუტინის ოჯახი ჩამოვიდეს, მაშინაც იტყვით, ვაჟამ “სტუმარ-მასპინძელი” დაგვიტოვაო?!" - თენგიზ ფხალაძე

პოლიტოლოგი, თენგიზ ფხალაძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერ­გეი ლავ­რო­ვის ოჯა­ხი წევ­რე­ბის სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ზიტს ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს.

"პრობ­ლე­მა არ გვარ­დე­ბა იმით, რომ წა­ვიდ­ნენ! და­სარ­ჩე­ნად არც ყო­ფი­ლან ჩა­მო­სულ­ნი! პრობ­ლე­მა ისაა, სა­ერ­თოდ რომ ჩა­მო­ვიდ­ნენ! შე­სა­ბა­მი­სად კი­თხვე­ბი:

1. ვინ უზ­რუნ­ველ­ყო სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოს­ვლა და უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი­ე­ბი? ასე­თი გა­რან­ტი­ე­ბის გა­რე­შე რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის შვი­ლი არ გა­და­ად­გილ­დე­ბა, მით უფრო დღე­ვან­დე­ლი ვი­თა­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით!

2. რა­ტომ აი­ძუ­ლებთ პო­ლი­ცი­ას და­იც­ვას იმის ოჯა­ხი, ვინც სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ გაშ­ლილ დი­ლო­მა­ტი­ურ ფრონტს ხელ­მძღვა­ნე­ლობს, ვინც აგ­რე­სი­ის, ოკუ­პა­ცი­ის, ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გა­ტა­ცე­ბის, წა­მე­ბის დიპ­ლო­მა­ტი­ურ უზ­რუ­ველ­ყო­ფას ახ­დენს და ვისი ყო­ველ­დღი­უ­რი საქ­მი­ა­ნო­ბაც ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბის მოშ­ლაა?

3. რა პო­ლი­ტი­კა აქვს სა­ხელ­მწი­ფოს ოკუ­პან­ტი ქვეყ­ნის პო­ლი­ტე­ლი­ტის და მათი ოჯა­ხის წევ­რე­ბის მი­მართ, რომ­ლებ­ზეც იმავდრო­უ­ლად სა­ერ­თა­შო­რი­სო სან­ქცი­ე­ბიც ვრცელ­დე­ბა? ხვალ რომ პუ­ტი­ნის ოჯა­ხი ჩა­მო­ვი­დეს, მა­ში­ნაც იტყვით, ვა­ჟამ “სტუ­მარ-მას­პინ­ძე­ლი” დაგ­ვი­ტო­ვაო? სა­წყა­ლი ვაჟა, წარ­მო­მიდ­გე­ნია რა “მხურ­ვა­ლე მო­კი­თხვებს” გით­ვლით სა­ი­ქი­ო­დან!

და ბო­ლოს: ვა­ჟას სხვა რა­მე­ე­ბიც აქვს და­წე­რი­ლი და ეგებ გა­ეც­ნოთ! ხოლო დრო­გა­მოშ­ვე­ბით თუ გუ­რა­მიშ­ვილს, ილი­ას, აკა­კის, ჯა­ვა­ხიშ­ვილს, გამ­სა­ხურ­დი­ას, რო­ბა­ქი­ძეს და კი­დევ სხვებს მი­აშ­ვე­ლებთ, ვინ­ძლო ოდეს­მე რუს­თვე­ლამ­დეც მიხ­ვი­დეთ!

ზო­გა­დად კი “ჭკუა უხ­მარ არს ბრიყვთათ­ვის, ჭკვა ცოდ­ნით მო­იხ­მა­რე­ბის!” - წერს თენ­გიზ ფხა­ლა­ძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა