ერთ კვირაში 2 სტუდენტი გარდაიცვალა - აკაკი წერეთლის უნივერსიტეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ მათი სტუდენტი ტრაგიკულად დაიღუპა.
"აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტის ქიმიური და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს "გარემოს დაცვის ინჟინერიის და გამოყენებითი ეკოლოგიის" პროგრამის სტუდენტის, გიორგი (გიო) ლაღაძის ტრაგიკულად გარდაცვალების გამო!
თანაგრძნობას ვუცხადებთ მის ოჯახს, მეუღლეს, მცირეწლოვან შვილებს, მეგობრებს, კურსელებსა და ახლობლებს", - ნათქვამია სამძიმრის წერილში.
შეგახსენებთ, რომ 20 მაისს უნივერსიტეტის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გავრცელდა ამავე უნივერსიტეტის სტუდენტის, მარიამ ფანჩულიძის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია.