სისხლიანი გარჩევა კახეთში - დაჭრილია 28 წლის კაცი
კახეთში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ კაბალში ურთიერთშელაპარაკების დროს, თანასოფლელმა 28 წლის ელნურ ქასიმოვს ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენა.
მამაკაცს ჭრილობა მუცლის არეში აქვს მიყენებული და მკურნალობას ლაგოდეხის "არქიმედეს" კლინიკაში განაგრძობს.
ექიმის ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.