თეგებით ძიება

ერთი რამ, რაც უცვლელია, ეს არის ჩვენი ქვეყნის ინტერესები და ყველაფერს გავაკეთებთ მის დასაცავად - კახა კალაძე

თბილისის მერი, კახა კალაძე აცხადებს, რომ რუსეთთან სავიზო რეჟიმის დაწესება საჭირო არ არის.

"ვფიქრობ, რომ არანაირი სავიზო რეჟიმის დაწესება არ არის საჭირო. ამ შემთხვევაში გავიმეორებ მშვილდაძის, ხოშტარიას, სააკაშვილის სიტყვებს, რაც შეიძლება მეტი ტურისტი ჩამოვიდეს საქართველოში, ჩვენ ამას მივესალმებით. ჩამოვიდნენ ბიზნესკომპანიები, რომლებიც არ არიან სანქცირებულები, არანაირი პრობლემა არ არის. ერთი რამ რაც უცვლელია, ეს არის ჩვენი ქვეყნის ინტერესები და ყველაფერს გავაკეთებთ მის დასაცავად“, - განაცხადა თბილისის მერმა.

ცნობისთვის, რუ­სეთ­მა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის სა­ვი­ზო რე­ჟი­მი გა­ა­უქ­მა. შე­სა­ბა­მი­სი გან­კარ­გუ­ლე­ბა რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა, ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა გა­მოს­ცა. პუ­ტი­ნის გან­კარ­გუ­ლე­ბის თა­ნახ­მად, სა­ვი­ზო რე­ჟი­მი 15 მა­ი­სი­დან გა­უქ­მდა. ამას­თან, ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა რუ­სუ­ლი ავი­ა­კომ­პა­ნი­ე­ბის­თვის სა­ქარ­თვე­ლო­ში ფრე­ნებ­ზე აკ­რძალ­ვაც მოხ­სნა.

რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმიმოსვლა თბილისში ანტირუსული საპროტესტო გამოსვლების ფონზე 2019 წლის ზაფხულში შეაჩერა.

2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა, რასაც ასეულობით ადამიანის მსხვერპლი, ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის, აფხაზეთის და სამაჩაბლოს ოკუპაცია მოჰყვა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა