ხელისუფლება მიესალმება, რაც შეიძლება მეტი ტურისტის საქართველოში ჩამოსვლას - კახა კალაძე
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, რუსეთთან არანაირი სავიზო რეჟიმის დაწესება არ არის საჭირო.
„მე ვფიქრობ, რომ არანაირი სავიზო რეჟიმის დაწესება არ არის საჭირო. ამ შემთხვევაში გავიმეორებ მშვილდაძის, ხოშტარიას, სააკაშვილის სიტყვებს, რომ რაც შეიძლება მეტი ტურისტი ჩამოვიდეს საქართველოში, ჩვენ ამას მივესალმებით. ჩამოვიდნენ ბიზნესკომპანიები, რომლებიც არ არიან სანქცირებულები. მივესალმებით ამას, არანაირი პრობლემა არ არის“, - განაცხადა თბილისის მერმა.
რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმიმოსვლა თბილისში ანტირუსული საპროტესტო გამოსვლების ფონზე 2019 წლის ზაფხულში შეაჩერა.
2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა, რასაც ასეულობით ადამიანის მსხვერპლი, ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის, აფხაზეთის და სამაჩაბლოს ოკუპაცია მოჰყვა.