თეგებით ძიება
22. 05. 2023 სპორტი

რატომ ეჩხუბა გიორგი მამარდაშვილი ვინისიუს ჟუნიორს? - ახალი დეტალები

21 მაისს, "ვალენსიასა" და "რეალის მადრიდის" თამაშზე გიორგი მამარდაშვილსა და ვინისიუსს ჟუნიორს შორის დაპირისპირება მოხდა.

მატჩის ბოლო წუთებზე გიორგი მამარდაშვილის უახლოეს მეობარს, წაქცეულ იუნუსს მუსას, მაშინ როცა ბურთი თამაშში არ იყო, ვინისიუსს ჟუნიორმა ფეხი ჩაარტყა.

Geo Team-ის ინფორმაციით, გიორგი მამარდაშვილის გაღიზიანება ამ ფაქტმა გამოიწვია, რის გამოც მასსა და ვინისიუსს ჟუნიორს შორის ხელჩართული ჩხუბი გაიმართა. გამოცემის ცნობითვე, არანაირ რასისტულ რეპლიკას ან მოტივს ქართველი მეკარის მხრიდან ადგილი არ ჰქონია.

ცნობისთვის, შეხვედრა ქართველის გუნდის გამარჯვებით დასრულდა. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ"ვალენსიას" ქართველი მეკარე, გიორგი მამარდაშვილი დასახელდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა