თეგებით ძიება

რომ ყვირიან მთავრობა რუსიაო, დაუჯერებენ ევროპაში და რომ არ მოგვცენ სტატუსი, ხომ ისევ ამ ხალხის ბრალი იქნება?! - მეუფე იაკობი

ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა, რომ დასავლეთი საქართველოსაც უნდა დაეხმაროს თუ ის პარტნიორი ქვეყანაა.

მისი თქმით, იმ ხალხმა ჩააბარა ზუსტად რუსეთს საქართველოს ტერიტორიები, ვინც გაიძახის მთავრობა რუსიაო. 

"რა თქმა უნდა რუსეთი შეიჭრა და ძალიან მძიმე დღეში ჩააგდო უკრაინა. არაადამიანური რამ ხდება იქ და უნდა გტკიოდეს. ანადგურებს ის უკრაინას. ვინმეს უნდა, რომ რუსეთი სულ გაანადგუროს! მაგის ილუზია გვაქვს?! თუ რუსეთის და უკრაინის ომი რომ დამთავრდება ამით დამთავრდება ყველაფერი, სხვა გეგმები არ არის, არ გაგრძელდება სხვაგან?! საქართველოსაც მოუწევს დადგომა. უკრაინას რომ უჭირდა, გაზსაც იღებდა რუსეთისგან, რუსეთთან მოლაპარაკებაზე მიდის, რომ ხორბალი გაიტანოს და გაყიდოს. ჩვენი ხელისუფლება ხომ არ იტყუება, ჩვენმა ხელისუფლებამ ბრძანა: ხალხს რომ უჭირს და მძიმე სიტუაცია გვაქვს ყველასთან ვვაჭრობო. დაგვეხმაროს დასავლეთი უკრაინაში იმდენ ფულს რომ დებს, თუ ჩვენ პარტნიორები ვართ. დაგვეხმაროს და მაგათგან ვიყიდით. შეცვალა რუსეთის პრეზიდენტმა რაღაცა და გამოვარდნენ აქ ჩვენთან - რა ხდება, რა ხდება! შე ის არ ხარ 20% რომ ჩააბარე! გაყვეს საქართველო, რუსეთს მისცეს ბაზები. ჩვენ ხომ აფხაზებთან და ოსებთან არ გვინდა დავიდარაბა. 

დღეს რომ გამოდიან და იძახიან, რამდენიმე თვეში უნდა მიიღონ საქართველოზე გადაწყვეტილება, ის კანდიდატის სტატუსი მოგცენ თუ არ მოგცენ. დღეს რომ ყვირიან რუსზეა გაყიდული მთავრობა, მთავრობა რუსია, რუსია, რუსიაო, ევროპაში მერე გეტყვიან, ახლა უყურებენ, ხალხი გამოდის და დაიჯერებენ, ამათ დაუჯერებენ და ე.ი, ახალგაზრდობასაც რომ იყოლიებენ, მე მინდა რომ ახალგაზრდობამ გადახედოს, ვისი ბრალი იქნება რომ არ მოგვცენ, ხომ ისევ ამ ხალხის ბრალი იქნება? ე.ი ვინ გამოდის რუსი? ეს ვის აწყობს, საქართველო რომ მძიმე მდგომარეობაში იყოს. ევროპა თუ იძახის და დასავლეთი თუ იძახის, რომ რუსს აწყობს, მაშინ ესენი ვინ გამოდიან, რომლებიც წინა დღეებში დარბოდნენ იმასავით, მაპატიეთ გამოთქმისთვის, ქაჯებივით, ცოფიანი ნადირებივით დარბოდნენ რა. შეიძლება ასე? შეიძლება საქართველო ასეთ სიტუაციაში ჩავაყენოთ?! ვინ ხართ, რა ავტორიტეტი გაქვთ ბოლოს და ბოლოს! გამოდიხართ, ვის უპირისპირდებით! ღმერთი არ გწამთ, მაგრამ ხალხის არ გეშინიათ, ვისი სახელით ლაპარაკობთ?! ვინ გვეძახის რუსები ხართო, რომლებიც იმას გვეუბნებოდნენ დაკეტეთ ეკლესიებიო?! თუ რამე ქართული იყო ყველაფერი ჩააბარეს რუსებს“, - აცხადებს მეუფე იაკობი. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა